საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი

tbcbank· თიბისი კაპიტალი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტუირებითა და კონსულტაციებით.

თიბისი კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე

საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელია საბროკერო პროცესების სტრატეგიულ მართვაზე, მათი სიზუსტისა და დროულობის უზრუნველყოფაზე, ასევე შიდა პოლიტიკებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლზე. პოზიცია კოორდინაციას უწევს გუნდს, უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიანობას, მონაწილეობს ახალი სისტემებისა და პროცედურების დანერგვაში, საოპერაციო საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობს შიდა სტრუქტურებთან. როლი მოითხოვს კაპიტალის ბაზრის ოპერაციების სიღრმისეულ ცოდნას, პროცესზე ორიენტირებულ მენეჯერულ ხედვას და გუნდის განვითარების მხარდაჭერას.

    სამუშაოს აღწერილობა

    • კლიენტის მიერ შემოსული და მიღებული დავალებების აღსრულების და შესაბამისი ტრანზაქციების ანგარიშსწორების მონიტორინგი.
    •  კლიენტთან კომუნიკაცია გარიგების ანგარიშსწორების შემდგომ ეტაპზე, მათ შორის გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტის გაგზავნა.
    •  კლიენტების ონბორდინგისა და KYC-ის ფარგლებში რეიდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცესის მონიტორინგი.
    •  კლიენტის საჭიროებების კომუნიკაცია ბანკირებთან და საკითხის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან.
    •  საოპერაციო პროცესების ეფექტური მართვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან კომუნიკაცია.
    •  ოპერაციული რისკების, ინციდენტებისა და შესაბამისობის საკითხების იდენტიფიცირება, მართვა და საჭიროების შემთხვევაში ესკალაცია.
    •  შიდა აუდიტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მხარდაჭერა და პროცესების ორგანიზება.
    •  კლიენტებისა და ფრონტ-ოფისის მხარდაჭერა ოპერაციულ საკითხებში, მათთვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ამონაწერებისა და ცნობების, მომზადება/მომზადების პროცესის ზედამხედველობა, ასევე კორპორაციული ქმედებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის კლიენტებისთვის მომზადებისა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
    •  გუნდის მართვა: სამუშაოების დაგეგმვა, დავალებების გადანაწილება, შესრულების კონტროლი და გუნდისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა.
    •  გუნდის ინდივიდუალური და ჯგუფური KPI-მაჩვენებლების მონიტორინგი, შედეგების შეფასება და შესაბამისი ფიდბექის მიწოდება.

     

    კვალიფიკაცია

    • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში.
    • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საბროკერო ოპერაციებში საინვესტიციო საბანკო, საბროკერო სექტორში.
    • სავაჭრო ანგარიშსწორების პროცესებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ძლიერი ცოდნა.
    • კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებისა და რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა.
    • საბროკერო ოპერაციებში გამოყენებული ფინანსური სისტემებისა და პროგრამების ცოდნა;
    • Ms Excel;
    • Bloomberg ( მინიმალური) ; 
    • ინგლისური ენის ცოდნა.
    • დეტალებზე ორიენტირება, სამუშაოს მაღალი სიზუსტით შესრულების უნარი;
    • ძლიერი პრობლემების გადაჭრის უნარი და ანალიტიკური აზროვნება;
    •  

    დამატებითი ინფორმაცია

    თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

    • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
    • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
    • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
    • ანონიმური წერილი
    • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

    დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Frequently Asked Questions

    Is the salary disclosed for the საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი position at tbcbank?
    The salary for this საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
    Where is the საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი position at tbcbank located?
    This საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
    Is the საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი role at tbcbank full-time or part-time?
    This is listed as a Full time position. It is posted as a საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი role in the თიბისი კაპიტალი department at tbcbank.
    Which team or department does the საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი at tbcbank belong to?
    This საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი position is part of the თიბისი კაპიტალი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
    How do I apply for the საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი position at tbcbank?
    Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
    When was the საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი job at tbcbank posted?
    This საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი position at tbcbank was posted on Aug 13, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
    საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი
    tbcbank
    Apply for this role ↗

    You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.