იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება

tbcbank· იურიდიული დეპარტამენტი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერილობა

  • გაუწევ იურიდიულ მხარდაჭერას ბანკის საცალო და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებებს, მათ შორის, მიმდინარე საქმიანობასთან, საბანკო პროდუქტებთან, მომსახურებებსა და ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებულ კომპლექსურ სამართლებრივ საკითხებზე;
  • ჩაერთვები ახალი პროდუქტების, მომსახურებების, ციფრული გადაწყვეტებისა და ბიზნეს ინიციატივების შექმნისა და განვითარების პროცესში და უზრუნველყოფ მათ სამართლებრივ შეფასებას;
  • მოამზადებ და განიხილავ ხელშეკრულებებს, მინდობილობებს, სამართლებრივ დასკვნებს, ოფიციალურ წერილებსა და სხვა იურიდიულ დოკუმენტებს;
  • ჩაატარებ სამართლებრივ კვლევას, გააანალიზებ კანონმდებლობასა და რეგულატორულ მოთხოვნებს და შეაფასებ ბანკის საქმიანობის, პროდუქტებისა და პროცესების მათთან შესაბამისობას;
  • ჩაერთვები მარეგულირებელ და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან კომუნიკაციაში, მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი პოზიციებისა და განმარტებების მომზადებაში;
  • ითანამშრომლებ ბანკის სხვადასხვა გუნდთან სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული სამართლებრივი გადაწყვეტების შემუშავების მიზნით.

კვალიფიკაცია

  • სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M. ან მასთან გათანაბრებული ხარისხი) ან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი;
  • საბანკო, საფინანსო ან FinTech სექტორში იურისტად მუშაობის 5 წელზე მეტი გამოცდილება;
  • კერძო სამართლის, მათ შორის, საბანკო და ფინანსური კანონმდებლობის ღრმა ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
  • შრომის სამართლის მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე, სასამართლო დავების (Litigation) წარმოების ან მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამართლებრივი საკითხების დამოუკიდებლად კვლევის, ანალიზისა და მკაფიო, დასაბუთებული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
  • კომპლექსური სამართლებრივი საკითხების ბიზნესის საჭიროებებთან დაკავშირებისა და პრაქტიკული, ეფექტური გადაწყვეტების მოძიების/შეთავაზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის თავისუფლად, პროფესიულ დონეზე ფლობა; სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე განსხვავებულ საკითხზე პარალელურად, ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • კარგი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და კომპლექსური საკითხების მართვის უნარი;
  • მზაობა AI ინსტრუმენტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, სიახლეებისადმი ღიაობა და ინოვაციური მიდგომა.

 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება position at tbcbank?
The salary for this იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება position at tbcbank located?
This იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება role in the იურიდიული დეპარტამენტი department at tbcbank.
Which team or department does the იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება at tbcbank belong to?
This იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება position is part of the იურიდიული დეპარტამენტი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება job at tbcbank posted?
This იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება position at tbcbank was posted on Aug 17, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
იურისტი - საცალო და SME ბიზნესის მხარდაჭერის ქვე-განყოფილება
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.