FI რისკების ოფიცერი

tbcbank· შესაბამისობის რისკის მართვის დეპარტამენტი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერილობა

  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მოთხოვნებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;
  • სანქციების მოთხოვნებთან და მარეგულირებელ რეგულაციებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;
  • ბანკის პოტენციური და არსებული ლორო ბანკების შესწავლა, ანალიზი და მათთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
  • საჭიროებისამებრ დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და დოკუმენტირება;
  • ბანკში შემოსული RFI (Request for Information) მოთხოვნების მართვა, შესაბამისი პასუხებისა და დოკუმენტაციის მომზადება, ინფორმაციის აღრიცხვა და დოკუმენტირება;
  • ლორო ბანკების რისკის შეფასება, მონიტორინგი და პერიოდული გადაფასება;
  • საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის მოძიება;
  • ბანკში შემოსული AML/SANCTIONS კითხვარების შევსება
  • ბანკის საინფორმაციო სისტემებიდან და მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
  • საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების (რეპორტების) მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • ინფორმაციის დეტალურად მოძიების უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა  (კითხვა, წერა, წაკითხულის გააზრება);
  • სასურველია საერთაშორისო ტრანზაქციებისა და სანქციების კუთხით გამოცდილება;
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სწავლების, ორგანიზების და მართვის უნარი. 
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the FI რისკების ოფიცერი position at tbcbank?
The salary for this FI რისკების ოფიცერი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the FI რისკების ოფიცერი position at tbcbank located?
This FI რისკების ოფიცერი role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the FI რისკების ოფიცერი role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a FI რისკების ოფიცერი role in the შესაბამისობის რისკის მართვის დეპარტამენტი department at tbcbank.
Which team or department does the FI რისკების ოფიცერი at tbcbank belong to?
This FI რისკების ოფიცერი position is part of the შესაბამისობის რისკის მართვის დეპარტამენტი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the FI რისკების ოფიცერი position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the FI რისკების ოფიცერი job at tbcbank posted?
This FI რისკების ოფიცერი position at tbcbank was posted on Aug 17, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
FI რისკების ოფიცერი
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.