შეფასების ავტორიზების მენეჯერი

tbcbank· პრობლემური აქტივების მართვისა და რეალიზაციის დეპარტამენტი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერილობა

პოზიციის მიზანი:

  • უზრუნველყოს კონტრაქტორი საშემფასებლო კომპანიების მიერ მომზადებული შეფასების დასკვნების ხარისხის კონტროლი, შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS) და ეროვნული ბანკის რეგულაციასთან შესაბამისობა, შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობა, ასევე შეფასებების რევიზიის პროცესის ეფექტიანი მართვა და SLA-ების შესრულების კონტროლი. სამუშაოს აღწერილობა:
  • კონტრაქტორი საშემფასებლო კომპანიების მიერ მომზადებული შეფასების დასკვნების რევიზიისა და ავტორიზაციის განხორციელება.
  •  შეფასების დასკვნების შესაბამისობის შემოწმება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (IVS), ეროვნული ბანკის რეგულაციასთან და შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან. კლასიფიცირება და კორექტირების მიზნით საშემფასებლო კომპანიებისთვის უკუკავშირის მიწოდება.
  • ავტორიზაციის პროცესის SLA-ების შესრულების კონტროლი და ვადების დაცვა.
  • შეფასებების ხარისხის მონიტორინგი, განმეორებადი ხარვეზების ანალიზი და მათი შემცირების მიზნით რეკომენდაციების მომზადება.
  • არასტანდარტული და კომპლექსური შეფასებების განხილვაში მონაწილეობა.
  •  საჭიროების შემთხვევაში საშემფასებლო კომპანიებთან, ბანკის ბიზნეს და რისკის ერთეულებთან პროფესიული კომუნიკაციის წარმართვა შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  • შეფასების პროცესის, მეთოდოლოგიისა და სისტემური ფუნქციონალის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

კვალიფიკაცია

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის/ეკონომიკის მიმართულებით;
  • საშემფასებლო საქმიანობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
  • რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით გამოცდილება;
  • უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი (აგრეთვე, მოძრავი და ბიზნესის შეფასების სერთიფიკატების ქონა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the შეფასების ავტორიზების მენეჯერი position at tbcbank?
The salary for this შეფასების ავტორიზების მენეჯერი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the შეფასების ავტორიზების მენეჯერი position at tbcbank located?
This შეფასების ავტორიზების მენეჯერი role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the შეფასების ავტორიზების მენეჯერი role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a შეფასების ავტორიზების მენეჯერი role in the პრობლემური აქტივების მართვისა და რეალიზაციის დეპარტამენტი department at tbcbank.
Which team or department does the შეფასების ავტორიზების მენეჯერი at tbcbank belong to?
This შეფასების ავტორიზების მენეჯერი position is part of the პრობლემური აქტივების მართვისა და რეალიზაციის დეპარტამენტი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the შეფასების ავტორიზების მენეჯერი position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the შეფასების ავტორიზების მენეჯერი job at tbcbank posted?
This შეფასების ავტორიზების მენეჯერი position at tbcbank was posted on Jul 16, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
შეფასების ავტორიზების მენეჯერი
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.